სამართალი
გიორგი გაბედავა – გიორგი კანდელაკს: „წადი, შე ქათამო, შენ! დავაი ახლა აქედან!“

1-gabedava-kandelakiსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებულმა უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ 27 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“  „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერიზის საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩენილ საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს „ქათამი“ უწოდა.

შენ 8 თებერვალს ხალხი ხომ გალახე, ბიჭო?! წადი, შე ქათამო, შენ. დავაი ახლა აქედან! გიორგი კანდელაკი, რომელმაც 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან ხალხი გალახა, დღესაც მოვიდა და ნაბიჭვრები ეძახა ხალხს. ამის გამო ჩემი მეგობარი დააკავეს, თითქოს მან გამოიწვია პროვოკაცია და ჩასვეს, ჩატენეს მანქანაში. ირაკლი ჭუბაბრია არის დაკავებული და რა თქმა უნდა, ის უნდა გაათავისუფლონ. მაშინ დაიჭირონ გიორგი კანდელაკი, რომელმაც ხალხს წიხლები ურტყა,“ – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკის განცხადებით, პარტიის წინსვლასა და განვითარებას „კაგებეშნიკების“ ნაშიერები  ვერ შეაფერხებენ.

მიუხედავად მათი ზიზღისა, ჩვენ გავაგრძელებთ გაძლიერებას, წინსვლას და საქართველო დასავლეთის გზას არასოდეს გადაუხვევს, როგორიკაგებეშნიკებისნაშიერებიც არ უნდა გამოაგზავნონ აქ, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერიზის საწინააღმდეგო აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რომელთაგან ერთმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა. ამას აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მომიტინგეები სამართალდამცველებს დაპატიმრებული აქტივისტის გათავისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ წევრების დაპატიმრებისკენ  მოუწოდებდნენ.