რელიგია
ილია მეორე: “რუსეთის პრეზიდენტი თავის დაპირებას, ალბათ, შეასრულებს“

1-dapirebaსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, შეასრულებს თავის დაპირებას.

ამის შესახებ პატრიარქმა ტელეკომპანია  "მეცხრე არხის" ეთერში, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.

"რუსეთის პატრიარქი მობრძანდა ჩვენთან და პატრიარქმა მომცა სიტყვა და ეს არის პრეზიდენტი პუტინის აზრიც. მას უთქვამს კიდევ პატრიარქისთვის, რატომ არ შეიტანეთ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილების საკითხიო. ცალკე იქნება ეს საკითხი განხილული და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამას, შემპირდნენ.

აქედან უნდა დავიწყოთ, ლტოლვილების დაბრუნებით თავის კერაში. და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ. რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, შეასრულებს თავის დაპირებას", – განაცხადა ილია მეორემ.