რელიგია
ილია II რუსეთის ნათლობის 1025 წელს მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

1-liturgiaსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. 24 ივლისს ქრისტეს მხსნელის ტაძარში შედგა საზეიმო წირვა რუსეთის ნათლობის 1025 წელს მიზღვნილი. საზეიმო ღვთისადმი ლოცვა შეასრულეს სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ და სხვა რეგიონალური მართმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა და დელეგაციების ხელმძრვანელებმა, რომელთა შორის იყო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

წირვის დროს ღვთისმსახურები შეევედრენ ღმერთს რათა თავისი მადლიერი კალთა გადააფაროს რუსეთში მცხოვრებ ყველა ადამიანს. წირვის დასასრულს ზეიმის მონაწილეებმა შეასრულეს მოკლე პარაკლისი სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ოქროსტავა დედაქალაქში ჩამოტანილ წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ჯვრის წინ.

სრულიად საქართველოს კათალიკოს— პატრიარქი ილია მეორე დაპატიჟებული იყო საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად. ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო აფხაზეთში საეკლესიო ცხოვრების საკითხების განხილვა, ასევე საქართველოს მეფეების ნაშთების გადასვენება სამშობლოში და შესაძლებელია რუსეთ—საქართველოს ურთთიერთობების დალაგება.