გასულ შაბათს, 2013 წლის 27 ივლისს, დილით, 08:40–დან 09:00–მდე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა აჩვენა ამერიკული ტელეარხი MTV–ს თოქშოუ „ROOM RAIDERS“ ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანით.
ცნობისათვის: ამერიკული თოქშოუ „ROOM RAIDERS“ ნიშნავს „ოთახებზე მონადირეებს“, მაძიებლებს, რომლებიც ოთახებს ჩხრეკენ. შოუ ასე იწყება: თავდაპირველად ვაჟი ან გოგონა ტელეკამერის წინ თავისი «ღირსებების» (მკერდი, უკანალი და სხვ.) დემონსტრირებას ახდენს და საკუთარ თავზე ყვება (სტენფორდის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ავღანეთში ვომობდი და ა.შ.), მერე კი საპირისპირო სქესის სამი „მსხვერპლის“ ოთახების გასაჩხრეკად მიდის. „მსხვერპლები“ არიან ვაჟები ან გოგონები, რომლებსაც დილით ვითომდა მოულოდნელად საკუთარი ოთახებიდან, პირდაპირ ლოგინიდან „იტაცებენ„ და ასე, ნახევრად შიშვლებს, ავტოფურგონის უკანა ნაკვეთურში შეაგდებენ. მერე კი ავტოფურგონში დამონტაჟებულ მონიტორებზე ისინი აკვირდებიან, როგორ ჩხრეკს „მონადირე“ მათ ოთახებს, კომპიუტერში იქექება, საცვლებს ბურჯგნის, ტუმბოდან ფალოიმიტატორს იღებს ან საწოლის ქვეშიდან ნახმარი პრეზერვატივები გამოაქვს (აი, თურმე, საიდან მოდის სააკაშვილ–მერაბიშვილის ნაციონალთა სიყვარული ფარული ვიდეოგადაღებებისადმი!).
რომელი ოთახიც ყველაზე მეტად მოეწონება „მონადირე“ ვაჟს ან გოგონას, მისი მფლობელი ბრმად იქნება მიწვეული მასთან „პაემანზე“ – ღამის გასატარებლად...
მაგრამ გასულ შაბათს, 2013 წლის 27 ივლისს, დილით, 08:40–დან 09:00–მდე, სწორედ იმ დროს, როცა ტელეარხები ჩვენს ბავშვებს, ჩვეულებრივ, მულტფილმებს უჩვენებენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა აჩვენა ამერიკული ტელეარხი MTV–ს თოქშოუ „ROOM RAIDERS“, რომლის გმირები ერთი გაურკვეველი სქესისა იყვნენ – ამჯერად მასში ჰომოსექსუალები მონაწილეობდნენ, რომლებიც ყვებოდნენ – თურმე, რა მაგარია, როცა ნამდვილი ჰომოსექსუალი ხარ, ყვებოდნენ დანარჩენებზე თავიანთი უპირატესობის შესახებ და, პრაქტიკულად, აგიტაციას უწევდნენ ჩვენს ბავშვებს, რომ ისეთებივე გახდნენ, როგორც ისინი, თუ სურთ, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ! ეს ყველაფერი მათი ამაზრზენი ნატურალისტური ჟესტების თანხლებით ხდებოდა...
ამას მოჰყვა „მონადირის“ შეძახილი – „ერთ–ერთი თქვენგანი დღეს ჩემთან ერთად წამოვა!“ და მათი ოთახების ჩხრეკა, ტრუსების და სხვა ინტიმური ნივთების დემონსტრირებით...
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი საგანგებოდ მიმართავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არ გამხდარან ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი), ყველა პოლიტიკურ პარტიას და საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მოთხოვნით:1. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და მართლმადიდებლების, ჰეტეროსექსუალების და არასრულწლოვანი ბავშვების უფლებების შელახვის ფაქტზე სასწრაფოდ აღიძრას საქმე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და დამნაშავეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში იქნენ მიცემული;
2. მხარი დაუჭირონ ამ მოთხოვნას საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე შედგენილ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებით, მედიაში გამოსვლებით და სოციალურ ქსელებში აქტიურობით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შენობასთან საპროტესტო აქციის ჩათვლით.
ბეჭდური, რადიო და ტელემედიის ხელმძღვანელები, რომლებიც თავიანთი ჟურნალ–გაზეთების ფურცლებს, რადიო და ტელეეთერს არ დაუთმობენ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „ბოიკოტი რუსთავი 2-ს!“ წარმომადგენლებს – ლგბტ–ს, ჩვენი შვილების გარყვნის და საქართველოს საბოლოო განადგურების მომხრეებად ჩაითვლებიან!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 29 ივლისი