რელიგია
მოსკოვში ილია მეორე ასლან აბაშიძეს შეხვდა

1-ilia-meore-aslanსაქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს და მის ვაჟს, ბათუმის ყოფილ მერ გიორგი აბაშიძეს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გიორგი აბაშიძის მეგობარმა გოჩა გუგუნავამ გამოაქვეყნა.

"პირველ რადიოსათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი აბაშიძემ განცხადა, რომ საქართველოში დაბრუნება სურს.

"საქართველო ჩემი სამშობლოა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ქართველი ვარ სულით და ხორცით. ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდე სულ და ბათუმში საცხოვრებლად დავბრუნდე", - აღნიშნა მან.