რელიგია
ილია მეორე ვლადიმერ პუტინს შეხვდა

1-ilia-moskoviსაქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, 14 სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურსა და წარმომადგენელთან ერთად, რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის ფარგლებში შედგა.

ასეთი ტიპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შორის პირველად გაიმართა.  ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს სიტყვით მიმართა, მართლმადიდებლობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განსაკუთრებული ყურადღება კონფესიებს შორის დაპირისპირებაზე გააამახვილა. 
"მსოფლიოს მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ხშირდება. ირღვევა რელიგიურ უმცირესობათა, მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანების  უფლებები. ვფიქრობ, რომ ეს მწვავე პრობლემა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს უნდა წარმოადგენდეს“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ დღეს მსოფლიოში „განსაკუთრებით საჭიროა ცივილიზაციათაშორისი კონფლიქტების დაუშვებლობისკენ მიმართული ძალისხმევა“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონფლიქტური სიტუაციების პოლიტიკური გზით გადაჭრისაკენ მიმართულ გზაზე სიარულს და ამ პირობებში „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიათა და კულტურათაშორისი პროდუქტიული თანამშრომლობის განმტკიცებას“.