სამართალი
თომას ჰამარბერგი: „პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს“
1-hammarbergსაქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მრჩევლის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის  თომას ჰამარბერგის დასკვნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ის მასალები, რომლებიც სასამართლოსთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. თუმცა, სასამართლოსთვის გამოსადეგი მასალები არ უნდა დაიკარგოს. სასამართლოსთვის მტკიცებულებად შემონახული ერთ–ერთი ჩანაწერის ანონიმურობა კი უმკაცრესად უნდა იყოს დაცული. ამასთან, ჰამარბერგის შეფასებით, ამ მასალების განადგურებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ სპეციალური კომისიის წევრებს, რომლებმაც მასალების განადგურების შემდეგ დოკუმენტურად უნდა დაადასტურონ მათი არსებობა.
მისივე რეკომენდაციით, სპეციალურმა კომისიამ იმ პირების ინფორმირება უნდა მოახდინოს, რომელთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება.
ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ჰამარბერგის რეკომენდაციაა, რომ ადამიანის წამების ამსახველ კადრებზე  გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და წამებაში მონაწილე პირები დაისაჯონ.