სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მოშიმშილე 38 პატიმარი მოინახულეს, რომელთაგან ორმა პირი ლითონის მავთულით ამოიკერა

1-patimrebi-samart1საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. გუშინ, 25 ივლისს, ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის”(PRI) ინიციატივით, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მონიტორინგი განხორციელდა. მონიტორები  მოშიმშილე პატიმრებს შეხვდნენ. №17 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ “ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელი ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაცია “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის” წარმომადგენლები ნინო გელაშვილი და თამთა ვეფხვაძე, ორგანიზაციიდან ”ქალი და ბიზნესკი –  ნინო ელიზბარაშვილი.

მე-17 დაწესებულება არის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტია 2744 პირი. სულ შიმშილობს 38 პატიმარი. აღსანიშნავია, რომ 2 მათგანს ლითონის მავთულით  აქვს პირი ამოკერილი. მოშიმშილეებს შორის არიან ისეთი მძიმე სენით დაავადებული პირები, როგორიცაა ინსულტი, შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და სხვა.

შიმშილობენ მხოლოდ ის მსჯავრდებულები, რომელთა მიმართ განაჩენი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დადგა. ისინი მოითხოვენ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვას. გარდა ამისა, მათ უკმაყოფილება გამოთქვეს დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების მხრივ არსებული არაერთვაროვანი პრაქტიკის გამო. მძიმე დაავადებების მქონე პატიმრები, აგრეთვე, ითხოვენ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ოპერაციების ჩატარებას, რადგან მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

(მოშიმშილე პატიმრების წერილები იხ. ქვემოთ)

1-patimrebi-1 1-patimrebi-2