უცხოეთი
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ცსს-მ ავღანეთში თავისი საიდუმლო ბაზების დახურვა დაიწყო. ამის შესახებ გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ განაცხადა.
მისი მონაცემებით, „ეს ყველაფერი 2014 წლის ბოლომდე ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანის გეგმის შესატყვისად ხდება“.
სავარაუდოდ, ძირითადი ბაზა ქაბულში დარჩება და, ასევე, შენარჩუნდება საჰაერო ფლოტი, რომელიც პაკისტანის საზღვრის მომიჯნავე რაიონების პატრულირებისათვის უპილოტო საფრენი აპარატებისგან შედგება, - ნათქვამია გამოცემის ცნობაში.