უცხოეთი
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში ტახტის მემკვიდრე დაიბადა. პრინც უილიამის მეუღლეს, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინა.
უილიამის და ქეითის ვაჟი ბაბუის, პრინც ჩარლზის და მამის, პრინც უილიამის შემდეგ სამეფო ტახტის რიგით მესამე მემკვიდრეა.
ახალშობილი 3.8 კილოგრამს იწონის. დედა და შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ტახტის მემკვიდრის დაბადებისთანავე ბუკინჰემის სასახლის ჭიშკარზე საჯარო განცხადება გამოაკრეს და საზოგადოებას მომავალი მეფის დაბადება ამცნეს.
სავარაუდოდ, სამეფო წყვილი და ახალშობილი მომავალი წლების განმავლობაში კენსინგტონის სასახლეში დაიდებენ ბინას, სადაც უილიამმა და ჰარიმ ბავშვობა გაატარეს.
![]() |