დღეს სასულიერო პირების წინასასამართლო სხდომა იმართება
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება. მამა
ანთიმოზ ბიჩინაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის მიმართ მედიით გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განზრახული აქვს სახალხო დამცველს მიმართოს. მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის გარდა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლის საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი სასულიერო პირი.
17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.