სამართალი
საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. არასაპარლამენტო პარტიები 1 მილიონი ლარის მიცემას საპრეზიდენტო არჩევნების წინ, წინასწარ ითხოვდნენ, – ამის შესახებ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
“არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ პარტიებმა ხარჯებისათვის თანხა არჩევნების წინ მიიღონ, ან რამდენად სწორია, დაფინანსება ისეთმა პარტიებმა მიიღონ, რომლებსაც არჩევნებში საერთოდ მონაწილეობა მიღებული არ აქვთ. მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის არც მამაჩემის და არც მამათქვენის ფული. ეს ქართველი ხალხის ფულია და უფლება არ გვაქვს მისი იმგვარად განკარგვის, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მოინდომებს, ბიუჯეტიდან თანხა ყველამ წინასწარ მიიღოს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.