სამართალი
„ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის" ფარგლებში რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება

russia_georgia_flagსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. 22-28 ივლისს "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ-კავკასიურ სახლში" პროექტის - "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის" ფარგლებში შეხვედრები გაიმართება, რომელთა მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის ნდობის დამყარებას და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას. ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი ახალგაზრდა ექსპერტები. პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პროექტის პრეზენტაცია დღეს დილით გაიმართა.