სამართალი
ზაქარია ქუცნაშვილი: „კახა კუკავა უზრდელობს და გადაეცით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უზრდელობის თმენის ვალდებულება არ გვაქვს!“

kukava-kucnashviliსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. კახა კუკავა უზრდელობს და გადაეცით, რომ კრიტიკის თმენის ვალდებულება გვაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ უზრდელობის თმენის ვალდებულება არ გვაქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი კახა კუკავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ დღეს არსებული ვითარებით პრეზიდენტის არჩევნების შედეგები არადემოკრატიული იქნება.

ხე­ლი მო­­წე­რა მე­მო­რან­დუმს და ჩვენ გუ­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ ამ შე­ვარ­­ნა­ძის დრო­­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქუც­ნაშ­ვი­ლის­გან, რომ მათ, თურ­მე, რა­ღაც კუ­ლუ­­რუ­ლი წე­სით მი­­ღეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­თან­­მე­ბის ცალ­­­რი­ვად ჩაშ­ლის შე­სა­ხებ. კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ, რომ ეს არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მცდე­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც ათ­­ლე­­ლე­ბის მან­ძილ­ზე ტარ­დე­ბო­და და ეს ქვე­ყა­ნას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის­კენ უბიძ­გებს, - განაცხა­და კუ­კა­ვამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვა, შე­საძ­ლოა, შე­ჩერ­დეს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნო­ნის მოქ­მე­დი წე­სი დარ­ჩეს ძა­ლა­ში. ამის შესახებ ინ­ტერ­ფ­რაქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის ხელ­ძღ­ვა­ნე­ლმა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლმა განაცხადა.
მისივე  განმარტებით, საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე მხარეთა მოლაპარაკების პროცესის შეჩერების მიზეზი 3 პარტიის განსხვავებული პოზიცია გახდა.