საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც 25 დეპუტატი ესწრებოდა, თანამდებობიდან გადააყენეს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბაჩილავა, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ გრიგალაშვილი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი, საქალაქო მეურნეობის კომისის თავმჯდომარე ხვიჩა სანაია, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე იოსებ ეგუტია, სახეებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ნაცვლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე გურამ კინწურაშვილი, ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა გურული, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გელა ომანიძე, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე დავით წერეთელი.