აქტუალური
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი დაბა ურეკში საზაფხულო რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
ცნობისათვის: სეირან ოჰანიანს საქართველოში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.
![]() |
![]() |