რედაქტორისგან
“თუ აშშ რეალურად იგრძნობს საქართველოში გავლენის დაკარგვის საფრთხეს, ის აქ “არაბული გაზაფხულის“ პროვოცირებას მოაწყობს - სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც ეროვნულ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებთან უმრავლესობის შეტაკების ნიადაგზე იფეთქებს!"

aqtual-1-ot-red-mtavarძვირფასო მკითხველო!
1. ბიძინა ივანიშვილი 8 თვეა ხელისუფლებაშია, რომელთაგან 5-ის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში შეეძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოეცხადებინა და პარლამენტი “ნაციონალებისგან“ გაეწმინდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან აშშ-მ აუკრძალა. “ნაცმოძრაობა“ დროებით, შემდეგ არჩევნებამდე, ოპოზიციად უნდა იქცეს - აშშ-ს ეს ახალი კასტა ოდესღაც კონსერვატორულ საქართველოში მეტისმეტად ძვირი დაუჯდა იმისათვის, რომ ახლა მისით ციხეები გაავსონ!

2. ივანიშვილმა, აშშ-ის რეკომენდაციით, დაპატიმრებების შეჩერება ბრძანა და სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენის ისედაც დუნედ მიმდინარე პროცესი გააჩერა. მისი თხოვნით იგივე გაიმეორა კათოლიკოს-პატრიარქმა, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილს რომ გაემარჯვა, ის ივანიშვილთან კოჰაბიტაციას კი არ დაიწყებდა, არამედ საქართველოში სისხლიან წმენდას მოაწყობდა - აი, როდის გამოადგებოდათ საგანგებოდ ამ მომენტისთვის ფარულად გაკეთებული ათიათასობით ვიდეო- და აუდიოჩანაწერი!

3. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი უკვე დიდი ხანია აღარ ლაპარაკობს სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგზე - ეს არ არის ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი იმიტომ, რომ აშშ-ს სახდეპის მიერ რეკომენდებული არ გახლავთ: თუ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის შერიგება დაიწყება, ნატოს საქართველოსთან დამშვიდობება მოუწევს, ამერიკას კი კასპიის გაყოფის წინ კავკასიაში ერთადერთი პლაცდარმის დაკარგვა არ სურს. ამავე დროს პრაიმერიზზე, ივანიშვილის ჯიბრზე, “ნაცმოძრაობიდან“ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი არჩევის შემთხვევაში პირველ დაპირებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს წიაღში დაბრუნებას ასახელებს!

4. ამავე მიზეზით ივანიშვილმა არ გარისკა - არ აამოქმედა საქართველოში საპარლამენტო მოდელი, რომლის დროსაც პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევდა. არადა, ამგვარი განლაგებისას, როგორც ალექსანდრე ჭაჭია გვირჩევს, შეიძლებოდა ახალარჩეულ პრეზიდენტს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის მოგვარება დავალებოდა, რომლებიც იდუმალი “რეინტეგრაციის“ სახელმწიფო მინისტრ ზაქარეიშვილს არ იცნობენ და არც უნდათ, რომ იცნობდნენ...

5. და, რა თქმა უნდა, ბიძინა გრიგოლის ძე საქართველოს ნატოში შესვლის საკითხზე საერთო-სახალხო რეფერენდუმის გამოცხადებაზე არ წავიდა - აშშ-ს ამისი ნება რომც დაერთო, ყველა, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ალიანსში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი იქნებოდა!

დასკვნა: აშშ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, თავის ინვესტიციებს მუდამ “ბოლო ტყვიამდე“ იცავს. ამიტომ თუ აშშ რეალურად იგრძნობს საქართველოში გავლენის დაკარგვის საფრთხეს (რაც ახლანდელი ხელისუფლების ხელში არ ემუქრება), ის აქ უკვე არა ახალი “ვარდების რევოლუციის“, არამედ მორიგი “არაბული გაზაფხულის“ პროვოცირებას მოაწყობს - სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც ეროვნულ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებთან უმრავლესობის შეტაკების ნიადაგზე იფეთქებს, თანაც უმცირესობებს ხელისუფლება დაიცავს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 16 ივლისი

aqtual-1-ot-red-qvem