საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. გასული კვირის ბოლო დღეებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გადაჭარბების გარეშე შეიძლება გადატვირთული ეწოდოს:
საქართველოში დაბრუნებული შინაგან საქმეთა მინისტრი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის სტატუსი და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
დაბოლოს, იმავე დღეს, ბათუმში, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ". მან ილაპარაკა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე - კერძოდ, საკანონმდებლო ჰარმონიზაციასა და შსს-ს სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |