უცხოეთი
„სააკაშვილს ჰუსეინის ბედის გაზიარება ემუქრება“ - მოლდოვაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ მიტინგი მოეწყო

1-moldova-mtსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში 11 ივლისს  საპროტესტო აქცია გაიმართა ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც კიშინიოვში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოების მეთაურთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, რესპუბლიკის სასახლესთან, სადაც ფორუმი  მიმდინარეობდა, გამართულ მიტინგში დაახლოებით 100 კაცი - მოლდოვას რუსი ახალგაზრდობის, პარტია „მოლდოვას პატრიოტების“ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხრეები  მონაწილეობდნენ.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ მოლდოვაში საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლით, რომელთანაც ათასობით მშვიდობიანი მცხოვრების სიკვდილი ასოცირდება! - განაცხადა აქციის მიმდინარეობისას რუსი ახალგაზრდობის ლიგის თავმჯდომარე იგორ ტულიანცევმა, - ნატოსა და აშშ-ის აშკარა მარიონეტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, რათა მმართველი კოალიციის ამჟამინდელ ლიდერებს მხარი დაუჭიროს, თუმცა, ჩანს, მოლდოვას ე. წ. პოლიტიკურ ელიტას დაავიწყდა, რომ ამ დამნაშავეს სადაცაა პრეზიდენტობის მანდატი დაუმთავრდება და ჰუსეინის ბედის გაზიარება ემუქრება! რადგან საქართველოს, ოსეთის, აფხაზეთის, რუსეთის მოსახლეობას ახსოვს 5 წლის წინანდელი საზარელი მოვლენები! სააკაშვილის ჩამოსვლა მოლდოვაში მხოლოდ აგრძელებს ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს დაქსაქსვას და დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ეს შევარდენი ვაშინგტონის დავალებით აქ დასაზვერად ჩამოვიდა, რადგან ჩვენი ბევრი დასავლელი პარტნიორი დაინტერესებულია „ევროპული დახმარების“ დანაწილებასა და დნესტრზე სიტუაციის გამწვავებაში!“

პარტია „მოლდოვას პატრიოტების“ თავმჯდომარე მიხაილ გარბუზმა, თავის მხრივ, განაცხადა: „1992 წელს მირჩა სნეგურმა ცეცხლი გახსნა დნესტრისპირეთში და, ფაქტობრივად, ომი დაიწყო თავისივე ქვეყნის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა იგივე გაიმეორა 2008 წელს. ჩვენ არ გვსურს იმ წლების ისტორიის განმეორება“.

„ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის დასჯას მისი ფაშისტური ქმედებების, სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის და სახელმწიფოს მეთაურისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო“, - განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა სერგეი კოროპჩანუმ.

მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „სირცხვილი!“ „სააკაშვილი ციხეში!“. აქციის მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს აზრი, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, რომლის სამიტში მონაწილეობის მისაღებადაც ჩავიდა სააკაშვილი მოლდოვაში, „აშშ-ის ინტერესების თანახმად ექსპანსიური პოლიტიკის წარმმართველ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკ ნატოსთან მოლდოვას დაახლოების გზაზე გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია“. მათ ასევე მოუწოდეს მოლდოვას ხელისუფლებას, სააკაშვილი პერონა ნონ გრატად გამოაცხადოს მოლდოვაში ანდა დააკავოს იგი რესპუბლიკის ტერიტორიაზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით გაასამართლოს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოთა მეთაურების სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიშინიოვში 11 ივლისს ჩავიდნენ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე უილფრედ მარტენსი, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და სერჟ სარგსიანი.

1-modlova-1-qv 1-moldova-2-qv