რელიგია
მამა ელიზბარი: „მამათმავალ სასულიერო პირებს ძველი ხელისუფლება აშანტაჟებდა!“

1-mama-elizbariსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. "წინა ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების წყალობით დაშანტაჟებული ჰყავდა მამათმავალი სასულიერი პირები, რომლებიც ეშმაკს მიეყიდნენ", - ეს სკანდალური განცხადება სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა, ორგანიზაცია „წმინდა გიორგის სადროშოს“ ლიდერმა მამა ელიზბარ დიაკონიძემ გააკეთა.

„ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მანქანებში, რომლებიც სააკაშვილმა დაურიგა წმიდა სინოდის წევრებს, ჩამონტაჟებული იყო მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა. აი სწორედ ამ აპარატურით გადაღებული მასალებით აშანტაჟებდნენ რამდენიმე მეუფეს, ხოლო რამდენიმე თავისით მიეყიდა ეშმაკს... სიბინძურეა ის, რომ არაერთი სასულიერო პირი, რომელიც მამათმავალია, წინა ხელისუფლებას ამ ფარული ჩანაწერების წყალობით დაშანტაჟებული ჰყავდა და დღესაც ჰყავს“, - განაცხადა მამა ელიზბარმა „ქრონიკა +“-თან საუბრისას.