აქტუალური
საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძეს საგანგებო წერილით მიმართა:
თქვენ თქვენი შემოქმედებით მსოფლიოში გაუთქვით სახელი ჩვენს ქვეყანას, უდიდესი აღიარება მოიპოვეთ და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინეთ ყველგან. ჩვენ ვამაყობთ, რომ მსოფლიო ბანი, ოპერის ვარსკვლავი – პაატა ბურჭულაძე ჩვენი ქვეყნის შვილია. იყო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანი – რჩეულთა ხვედრია, მაგრამ თქვენ კიდევ ერთი უდიდესი ნიჭით ხართ დაჯილდოებული და ეს მოყვასის თანადგომის ნიჭია.
თქვენ გვერდში უდგახართ უამრავ ჩვენს თანამემამულეს და ძალ-ღონეს არ იშურებთ მათ დასახმარებლად. თქვენი ინიციატივით გამართული საქველმოქმედო კონცერტების დროს ჩვენ არაერთი ადამიანის ბედნიერებისა და სიხარულის მომსწრენი გავხდით. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ შემოქმედებითი წარმატება, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე”, – აღნიშნულია წერილში.