პოლიტიკა
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. გორში ჩატარებულ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ბარამიძე, მესამე ადგილზე – ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე კი - შოთა მალაშხია.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრაიმერის პირველ ტურში, რომელიც ქუთაისში გაიმართა, ასევე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.
“ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა პრაიმერის დასრულების შემდეგ, თვის ბოლოს გაირკვევა, პრაიმერის მესამე ტური კი 14 ივლისს კახეთში გაიმართება.