აქტუალური
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს კლუბში „შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების“ მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმის “ნეტავ იქ თეატრი არის?!” ჩვენება გაიმართა. კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი პროექტია. ფილმის ჩვენებას რეჟისორ ნანა ჯანელიძესა და მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. ნანა ჯანელიძის დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი კახი კავსაძის ოჯახის ისტორიას ასახავს და მასში მთავარ როლს თავად კახი კავსაძე ასრულებს.