უცხოეთი
საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერი ფარიზოვი, მეტსახელად ,,ვალერა თბილისსკი” დააკავეს.
“ვალერა თბილისკი” აქამდე არაერთხელ იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით.
რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, ამჯერად დაკავებული ეთნიკურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს აკონტროლებდა, რომლებიც ქურდობით იყვნენ დაკავებული.
ფარიზოვი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და უახლოეს პერიოდში მისი საქართველოში დეპორტაცია განხორციელდება.