ფარმაცევტული კომპანია „ჯი პი სი“ და „ექსპრესკლინიკა“ გრიპის ეპიდემიისგან თავდაცვის საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.
„ჯი პი სის“ ინფორმაციით, კომპანიას საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ევროპული ვაქცინა შემოაქვს, რომელიც მომხმარებელს იცავს როგორც გრიპის სეზონური ვირუსებისგან, ისე პანდემიური ე.წ ღორის გრიპის, H1N1 ვირუსისგან. ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია „ჯი პი სის“ აფთიაქებში მდებარე „ექსპრესკლინიკაში“.
ვაქცინაცია ერთჯერადია, ხოლო იმუნიტეტის ხანგრძლივობა - ერთი წელი. ვაქცინაციის ღირებულება „ექსპრესკლინიკაში“ 25 ლარს შეადგენს.
ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ მომხმარებელს გადაეცემა ტელეფონზე, მანქანაზე ან ტანსაცმელზე დასამაგრებელი სიმბოლო „სტიკერი“, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს ადამიანი უკვე ზრუნავს საკუთარ თავსა და გარშემო მყოფ ადამიანებზე და გრიპის ვირუსის მატარებელი არ არის.