რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ცინგლიან სააკაშვილს უნდოდა, ერის დედა გამხდარიყო, ივანიშვილს - ერის მამა, ანუ მორიგი პროგნოზი, რომელიც წელიწადნახევრის შემდეგ გამართლდა“

1-arno-obS-red-glav2011 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, პუბლიკაციაში ოცნებები სრულდება და არ სრულდება - ვინ ხართ თქვენ, ბატონო ივანიშვილო? მე, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა ამომწურავად ვუპასუხე შეკითხვას - ვინ არის ბატონი ივანიშვილი, რაში სჭირდება მილიარდერს ზედმეტი თავის ტკივილი და როდის წავა ის ქართული პოლიტიკიდან.

დღეს მკითხველს შევახსენებ ჩემი იმ პუბლიკაციის მხოლოდ მესამე ნაწილს, რომელსაც ჰქვია “ივანიშვილი, დენ სიაოპინი და ქართული ოცნება“:

“ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული პროგრამა 4 პუნქტისაგან შედგება:

1. პარტიის შექმნა, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება, „თავისი“ მთავრობის დაკომპლექტება და პრემიერმინისტრობა;

2. კონსტიტუციური რეფორმა, ფისკალური და ეკონომიკის მართვის სხვა ბერკეტების მოდიფიკაცია;

3. პოლიტიკური ბალანსის შესანარჩუნებლად "თავისივე" მთავრობასთან  ოპოზიციაში გადასვლა; 

4. პოლიტიკიდან წასვლა.

ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა უმოკლესი გზაერის მამის“, მისი სულიერი და პოლიტიკური ლიდერის კვარცხლბეკისაკენ, როგორიც იყო ჩინელებისათვის დიდი დენ სიაოპინი (პოლიტიკოსი და რეფორმატორი, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტი არასოდეს ეკავა, მაგრამ 1970 წლიდან 1990 წლამდე  ჩინეთის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გახლდათ).

1-arno-obS-red-sered

ივანიშვილის ჩანაფიქრით, საქართველოში შეიქმნება ორპოლუსიანი სისტემა ამერიკულის მსგავსად, რომელსაცჩინურიკომპონენტი დაემატებათამაშის წესებსდიდი მასწავლებელიბიძინა ივანიშვილი დაადგენს, რომელიც კრიტიკისათვის მიუწვდომელი სიმაღლიდან ფინანსებით დაეხმარება დასუსტებულს: ხანხელისუფლებას, ხანოპოზიციას, და ამგვარად შეინარჩუნებს ბალანსს. აი, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება“.“

ძვირფასო მკითხველო! დღეს, წელიწადნახევრის შემდეგ, თქვით - განა მართალი არ ვიყავი?!

მაგრამ ცინგლიანი სააკაშვილი, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადების შემდეგ (2013 წლის 22 ივნისს ესტონურ გამოცემა Postimees-თან ინტერვიუში) კინაღამ შურით დაიხრჩო: “ისინი, ვინც დამოუკიდებლობამდე დაიბადა, ცხოვრობდნენ საზოგადოებაში, სადაც მონობა იყო ცხოვრების წესი! ამიტომ საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა, რომ მეთაური უნდა იყოს რაღაც სახის მამა, ბაბუა. გახსოვთ, შევარდნაძეს, ასლან აბაშიძეს ეძახდნენ "ბაბუს"?! მე, რომელსაც მქონდა სრული ძალაუფლება, არასოდეს მქონია სურვილი ერის მამა, ან, მითუმეტეს, ბაბუა ვყოფილიყავი! მე ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი თქვენთაგანი, მეგობარი, პარტნიორი, და მე ვერ ვიქნებოდი ვერავის მამა და ბაბუ", - პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის ზემოხსენებული განცხადებიდან 5 დღის შემდეგ განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართული საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომლებიც მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში არ დაუპატიმრებიათ, პოლიციის განყოფილებებში და ციხეებში არ უწამებიათ და ანალური ხვრელიდან არ გაუუპატიურებიათ...

იბადება ლოგიკური შეკითხვა: თუ არც მამა და არც ბაბუ, ნუთუ სააკაშვილს უნდოდა, დედა და ბებია გამხდარიყო - როგორც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია, რომელსაც 64-წლიანი ბრძნული მმართველობისთვის ინგლისელი ერის დედას და ევროპის ბებიას უწოდებდნენ?!

ასეა თუ ისე, მაგრამ “ცოლქმრული მოვალეობების“ შესრულებას სააკაშვილი დღეს თავს ვეღარ აარიდებს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 3 ივლისი