პუბლიკაციები
ანდერს ფოგ რასმუსენი: „სააკაშვილს ჩვენ ყველანი გავიხსენებთ, როგორც დემოკრატიის მშენებელს“

rasmusenსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რომელიც მან ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან გუშინდელ  შეხვედრაზე გააკეთა, მიმდინარე წლის მიწურულს პრეზიდენტი სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს და მას ყველანი გაიხსენებენ, როგორც დემოკრატიის მშენებელს.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველო მოწმე გახდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების და ეს მინდა მივულოცო პრემიერ ივანიშვილს. ამასთან, უნდა აღვნიშნო პრეზიდენტ სააკაშვილის ღვაწლიც, რადგან პოლიტიკოსის რეალური საზომი გახლავთ არა ის, თუ როგორ მოიპოვებს ძალაუფლებას, არამედ სწორედ ის, თუ როგორ გადასცემს მას. ამ წლის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას და ჩვენ ყველანი, მისი შემცვლელიც და პრემიერიც მას მოვიხსენიებთ, როგორც დემოკრატიის მშენებელს. ეს გახლავთ ერთადერთი ნიშანი იმ ბრწყინვალე მომავლისა, რომელიც საქართველოს ელოდება", – განაცხადა რასმუსენმა.

rasmusen-2