მარკეტინგული კვლევის ჯგუფმა „ეი სი თი“-მ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით უკმაყოფილო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა 5–დან 9%–მდე გაიზარდა.
კვლევის თანახმად, 50% პროგრამით კმაყოფილებას გამოხატავს, ხოლო გამოკითხულთა 75% სადაზღვევო კომპანიებს ნდობას უცხადებს.
კვლევის ჯგუფში აცხადებენ, რომ მათ 30 ათასი სოციალურად დაუცველი გამოჰკითხა.
„ეი სი თი“-ს კვლევას ’‘სადაზღვევო ასოციაცია“ გამოეხმაურა. ასოციაციის პრეზიდენტის - დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მოსახლეობაში კმაყოფილების ხარისხი მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანია მსგავსი სახის შიდა კვლევებს ყოველთვის ატარებდა და ანალოგიურ შედეგებს იღებდა. ამასთან, ნიკა გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვლევა კერძო კომპანიამ ჩაატარა და შედეგები საჯარო გახადა.