უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „თუ აშშ ადამიანებით ვაჭრობის შესახებ მოხსენების საფუძველზე სანქციებს შემოიღებს, „ადეკვატურ პასუხს“ მიიღებს“

midსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. თუ აშშ, მათი შეხედულებით, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მოსკოვის მხრიდან არასათანადო აქტიურობის გამო,  რუსეთის მიმართ სანქციებს შემოიღებს, „ადეკვატურ პასუხსაც“ მიიღებს. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში კონსტანტინე დოლგოვმა განაცხადა.

დოლგოვის თქმით, ამ თემაზე მას დისკუსიაც ჰქონდა განსაკუთრებული დავალებების საკითხებში ამერიკის ელჩ ლუის სიდებაკთან, რომელიც ხსენებულ თემას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კურირებს.

„თავად სანქციების შესახებ საკითხის ასე დაყენება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამერიკის კანონმდებლობის ნებისმიერი ექსტერიტორიული გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - განაცხადა დოლგოვმა.

„თუ ამგვარ ზომებს მართლაც მიიღებენ კაპიტოლიუმის ბორცვზე და ადმინისტრაციაც დათანხმდება, ეს დაბრკოლებებს შეუქმნის ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს და ჩვენი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობას ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის საკითხში. ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ, რომ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ცალმხრივი ღონისძიება, რომელიც რუსეთის სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს შელახავს, ჩვენი მხრიდან ადეკვატური მკაცრი რეაქციის გარეშე არ დარჩება“, - დასძინა მან.