უცხოეთი
ანქვაბზე თავდასხმაში ბრალდებულებს ბრალი წაუყენეს
ankvabსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხ პირს საბოლოო რედაქციით ბრალი წაუყენა. დაკავებულ პირებს 2011 წლის ნოემბერსა და 2012 წლის იანვარში  ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმა ედებათ ბრალად. "გამოძიების მიერ ამ პირების ქმედება აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის 2-ე ნაწილით არის კვალიფიცირებული, რომელიც გულისხმობს შეიარაღებულ ჯგუფში ან მის მიერ ჩადენილ თავდასხმაში მონაწილეობას", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. 
მისივე თქმით, მალე ბრალი საბოლოო რედაქციით სისხლის სამართლის საქმის დანარჩენ ფიგურანტებსაც წარედგინებათ. 
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 თებერვალს, ალექსანდრ ანქვაბზე რიგით მეექვსე თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად ანქვაბის დაცვის ორი წევრი დაიღუპა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა.