საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი "ალიასთან" საუბარში იმ მეთოდებზე ყვება, რომლებითაც სააკაშვილის რეჟიმი ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდა. კენკებაშვილის თქმით, კუდ-ი პოლიტიკოსებზე და ჟურნალისტებზე მათ საცხოვრებელ სახლებში, საძინებლებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით ფარულად ახორციელებდა კომპრომატების შეგროვებას.
კენკებაშვილის მტკიცებით, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ფარული ვიდეოთვალთვალის განსაკუთრებული მსხვერპლი იყვნენ.
„ხდებოდა ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიაზე კომპრომატების შეგროვება... ეს იქნებოდა დანაშაული, ინტიმური ცხოვრება თუ სხვა რამ… იყო რამდენიმე მაგალითი, როცა გამოიყენეს ეს კომპრომატები და მოხდა მათი დაშანტაჟება. დგებოდა სიები ქალი ჟურნალისტების საყვარლების. ერთ ახალგაზრდა გოგოზე 38-კაციანი საყვარლების სია გვქონდა.