საზოგადოება
ხელისუფლებისგან მივიწყებული წყალტუბო…

wyaltubo„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას წყალტუბოს „უბედურების ზონად” გადაქცევაში დებს ბრალს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენიდან გადახნულ საქართველოს ხედავს, წყალტუბოში მიწების 70% მოუხვნელია, რადგან გლეხს თითო ჰექტარის დამუშავება დაახლოებით 1000 ლარი უჯდება.

ცაგარეიშვილმა წყალტუბოში ჩასახლებულ დევნილებზეც ისაუბრა, რომელთა საცხოვრებლები გაპარტახებულია – არ აქვს ფანჯრები და კარები, ხოლო „ფეკალური მასები“ ღიად ამოდის.

ცაგარეიშვილის ცნობით, გეგუთში მცხოვრებ დევნილთა ოჯახს, თემურ გაბუნიასა და თეა შამუგიას წამლის უქონლობის გამო, ბოლო წლებში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაეცვალათ.

„არადა, ამ რეგიონში აგებენ ბეტონის გზას. საინტერესოა, რისთვის და ვისთვის აგებენ. ამ რეგიონში ხალხი შიმშილით იხოცება,” – განაცხადა ცაგარეიშვილმა.