უცხოეთი
პუტინი: „საჭიროა კი ასეთი ადამიანების გადაცემა ციხეში ჩასასმელად? ეს ხომ იგივეა, გოჭი გაკრიჭო - ბევრს იჭყვიტინებს, ბეწვი კი ცოტა იქნება...“

putin-2საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების გაქცეული გამომააშკარავებელი ედვარდ სნოუდენი არა მარტო რუსეთში ჩაფრინდა, არამედ ჯერ კიდევ აეროპორტ შერემეტიევოს სატრანზიტო ზონაში იმყოფება. ეს კი ნიშნავს, რომ მას რუსეთის საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთია და საპასპორტო კონტროლსაც არ ექვემდებარება.

პუტინი გამოეხმაურა აშშ-ის მოთხოვნას და განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია ვინმეს ექსტრადირება ქვეყანაში, რომელთანაც ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ აქვს. „სნოუდენის შემთხვევა კიდევ ერთს - ასანჟის შემთხვევას ჰგავს. ორივეს თავი უფლებათა დამცველად მიაჩნია და აცხადებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისათვის იბრძვის. ჰკითხეთ საკუთარ თავს: საჭიროა კი ასეთი ადამიანების გადაცემა ციხეში ჩასასმელად? ნებისმიერ შემხთხვევაში მირჩევნია, ასეთი საკითხებით არ დავკავდე, იმიტომ რომ ეს იგივეა, გოჭი გაკრიჭო - ბევრს იჭყვიტინებს, ბეწვს კი ცოტას მოგცემს...“