პუტინი: ევროპულ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან ბავშვების შეზღუდვა საჭირო არ არის. ნუ შეზღუდავთ! ჩვენ კი შევზღუდავთ!“
საქართველო, 26 ივნისი,
საქინფორმი. გუშინ ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე რფ-ის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც რუსეთში გეი-პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს იღებენ.
„რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვას, ლაპარაკია არა რაიმე სანქციების შემოღებაზე ჰომოსექსუალიზმსა ან... (პაუზა)... მოკლედ, ხვდებით, რაზეც (იღიმება)...საუბარია იმაზე, რომ ბავშვები შესაბამისი ინფორმაციისგან შევზღუდოთ. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, აქ, ფინეთშიც, მიაჩნიათ, რომ საჭირო არ არის ამისგან ბავშვების შეზღუდვა... ნუ შეზღუდავთ, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენ საქმეებში ჩარევას! ჩვენ კი შევზღუდავთ, რადგან ასე გადაწყვიტეს სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა. გთხოვთ, ნუ ჩაერევით ჩვენს რეგულაციებში!“