თუ არა, მაშინ „თავისუფალი“ მასმედია შეეცდება მოქალაქეთა ცნობიერებამდე მიიტანოს ინფორმაცია ქვეყანაში უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის შელახვის შესახებ. ცნობიერებაზე ზემოქმედების სფერო ყოველთვის სახელმწიფოს სამფლობელოდ ითვლებოდა. უცხოს იქ არ უშვებდნენ. უცხოთა შეჭრა ცნობიერების მოდელირების პროცესში როგორც სახელმწიფოსთვის სასიკვდილო საშიშროება განიხილებოდა. უცხოს შეეძლო სოციალური ენერგიებისა და იდეოლოგიის არა იქით მიმართვა, სადაც ის ხალხისა და ქვეყნისთვის იყო სასარგებლო, არამედ იქით, სადაც მას სჭირდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი გონების დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ ამერიკულ სიმღერებს გვიმღეროდნენ, რომელთა სიტყვები არც კი გვესმოდა წესიერად. ჩვენ ამ სიმღერებზე ვცეკვავდით დისკოტეკებზე, ვუყურებდით მაგარ ბოევიკებს და ეროტიკას, რომლითაც გვკვებავდნენ თავისუფლების ლოზუნგით.
დაპყრობილ ქვეყნებში ყოველთვის გამარჯვებულთა მუსიკა ჟღერს. 1945 წელს გერმანიაში ყველა რესტორანში საბჭოთა სიმღერები ისმოდა. ეწვიეთ დღეს ქართულ, პარიზულ, მოსკოვურ ან მადრიდულ კაფეებს, მოუსმინეთ, თუ რა მუსიკა ჟღერს იქ და მიხვდებით, ვინ დგას ოკუპაციის ახალი ტექნოლოგიის უკან.
საბოლოოდ კი უფრო ბედნიერები ვერ გავხდით. სამაგიეროდ ჩვენ გარყვნილ მომხმარებლებად გვაქციეს. ასეთი დამუშავების შემდეგ უმეტესობა განწირულია მთელი ცხოვრება მცენარივით იარსებოს, მაღალი მიზნებისა და დიდი აზრის გარეშე.
როგორც კი მტერი ჩვენი ხალხის ცნობიერების ფორმირების სფეროში შეიჭრა, პირველ ყოვლისა მან ცხოვრების სამომხმარებლო სტილის მიმზიდველი ხატი შეგვიქმნა. ყველაფერს, რაც ამ ამოცანის გადაჭრას უშლიდა ხელს, უარყოფითი ხატი ექმნებოდა. დღეს თავისუფლების დროშის ქვეშ ქართველებს კვლავაც ისეთ ორიენტირებს უნერგავენ, რომლებიც ჩვენ ენერგიას ჩვენს წინააღმდეგ მიმართავენ. პირველ რიგში ხდება ცოდვის ნებისმიერი კატეგორიისადმი შემწყნარებლობის კულტივირება. ყველაფერი, რამაც შეიძლება ინტუიტიურად დაგვძაბოს, ინიღბება უწყინარი გართობის ქვეშ. ეფარებიან რა ლაპარაკს პიროვნების უფლების შესახებ აკეთოს ის, რაც მას სურს, თუ ამას არ მოაქვს მომენტალური ზიანი, ადამიანებს მორალურ მახინჯებად აქცევენ.
პედერასტია დემოკრატიის დონის ყველაზე ზუსტ მაჩვენებლადაა აღიარებული. საერთაშრისო ექსპერტები თავის კვლევებში სიტუაციას სწორედ მანკიერების ზრდის მიხედვით აფასებენ. ყველაფერი ლოგიკურია. თუ ყველას ნამდვილად თანაბარი უფლებები ეძლევა, მაშინ მანკის მატარებლებს კანონიერი სტატუსი ენიჭება და ისინი პროპაგანდას უწევენ თავის ვნებას. პროპაგანდა ზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც სურს იმის დაგემოვნება, რასაც რეკლამირებენ. არა აქვს მნიშვნელობა, რას უკეთებენ რეკლამას, მარგარინს თუ რაიმე იდეას. მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა იწყება. ხო და, თუ პედერასტებს ნამდვილად ყველასთან თანაბარი უფლებები აქვთ, ისინი შეეცდებიან საზოგადოების თვალში გაამართლონ თავისი ვნება. ეს ყოველთვის პედერასტიის პროპაგანდაში გადადის. თავდაპირველად მის მიმართ შემწყნარებელი დამოკიდებულების კულტივირება ხდება, შემდეგ კი დადებითის. თუ პედერასტების რაოდენობა არ იზრდება, ესე იგი მათი უფლებები ილახება, ესე იგი დემოკრატიის უკმარისობას აქვს ადგილი.
მასები ვერ ხედავენ ზიანს იმ მანკებში, რომელთა შედეგი არ ვლინდება მომენტალურად. პედერასტიით წარმოშობილ შედეგებში უბრალო ადამიანი ვერ ხედავს მომენტალურ და აშკარა ზიანს და ამიტომაც დაუცველია ამ შეტევის წინაშე. ის ვერ წვდება მოვლენის მთელ მასშტაბს და ამიტომაც არ ესმის, რომ პედერასტები უნაყოფო უჯრედებია, რომელთა გამრავლება ორგანიზმს განადგურებით ემუქრება. ნებისმიერ ორგანიზმში ასეთ უჯრედებს იმუნური უჯრედები სპობს. თუ იმუნური სისტემა დაავადებულია და პროფილაქტიკა არ ტარდება, ორგანიზმი ჯერ სუსტდება, შემდეგ კი კვდება.
ადამიანი არასდროს არ ფიქრობს სერიოზულად ამ თემაზე. უბრალო ადამიანები ცხოვრებას თავისი სამრეკლოდან, შეზღუდულად უყურებენ. აფასებენ რა მოვლენებს ყოველდღიური ყოფის მასშტაბითა და საზომით, ისინი არასწორ დასკვნებს აკეთებენ. უყურებენ რა მანკს, რომელსაც მათ მხიარულად და კაშკაშა ფერებში აწვდიან (მისი სიბრჭყვიალე ხომ ასეთი მაცდურია), ადამიანები ახალი და შთამბეჭ¬დავი შეგრძნე-ბებისკენ ისე მიისწრაფვიან, როგორც პეპლები ცეცხლისკენ. შედეგად ფრთები ეწვით, და ისინი ჭიებად იქცევიან, რომლებსაც მხოლოდ ცოცვა შეუძლიათ. ფრენა მათ აღარ შეუძლიათ. და აღარ სჯერა მაღალი ზრახვების გულწრფელობისა. ისინი ბედნიერებას მხოლოდ ხორციელ სიამოვნებაში პოულობენ. ასეთი „აღზრდისას“ საზოგადოება დაუცველ ბრბოდ იქცევა, სადაც ყველა თავის თავზე ფიქრობს. პირად კეთილდღეობაზე გაკეთებული ტოტალური აქცენტი საბოლოო ჯამში ყველას პირადი სიკეთის გარეშე ტოვებს. ასეა აწყობილი სამყარო. მაღალი იდეალების დაკარგვას გაერთიანების, ე.ი. სტრუქტურის შექმნის უნარის დაკარგვისკენ მივყავართ. ოდესღაც ჰარმონიული კონსტრუქცია ხარახურად იქცევა.
თავის დროზე სოკრატი უთითებდა, რომ უბრალო ადამიანს არ შესწევს უნარი თვალყური ადევნოს სიახლეებით მიყენებულ ხანგრძლივ ზიანს იმ სფეროში, სადაც ზიანი დროშია გაწელილი. ის ამბობდა, რომ ახალ მუსიკასაც კი უნდა მოერიდო, ვინაიდან ის შეიძლება სახიფათო იყოს სახელმწიფოს მთლიანობისათვის. ეს ახალი მტკიცდება და, თანდათან, მალულად, წეს-ჩვეულებებსა და საქმიანობაში იჭრება, გამოდის გარეთ, მჟღავნდება ადამიანთა ურთიერთობაში, ხოლო შემდეგ კი უდიდესი უტიფრობით გადადის კანონებსა და სახელმწიფო საფუძვლებზე, სანამ საბოლოოდ თავდაყირა არ დააყენებს ყველაფერს პირად და საზოგადოებრივ ურთიერთობებში. შედეგად, ყველაფერი კარგი ცუდად იქცევა, და პირიქით, ცუდი - კარგად. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ეს არავის ესმის, იმიტომ, რომ ცვლილებები ისეთი სიჩქარით მიმდინარეობს, რომლის დაფიქსირება ადამიანის საზომით შეუძ¬ლებელია.
სოკრატის სიტყვებში სიღრმისეული ჭეშმარიტებაა ჩადებული, რომლის გააზ¬რება მაშინ მოდის, როცა საზოგადოებას არა ყოველდღიური, არამედ სახელმწიფო საზომით აფასებ. დღეს ბნელი ძალები, ჩვენს გარშემო არსებულ ცხოვრებაში თითქოს და უმნიშვნელო დეტალების შეტანით გრანდიოზულ შედეგებს აღწევენ. ადამიანს რომ ასჯერ უფრო მაღალი სიჩქარით დაანახო ერის განადგურების პროცესი, ის, ალბათ, შეძრწუნდებოდა. მაგრამ თავზარი არავის ეცემა, ვინაიდან განადგურების სიჩქარე შეუმჩნეველია.
არავინ იცის, ვინ სახავს მიმართულებას, მაგრამ რადგან მიმართულება არსებობს, ესე იგი, ის დასახულია ვიღაცის მიერ. ეს „ვიღაცა“ - ჩვენი მტერია. ის წმინდათა წმინდაში - ჩვენი ხალხის ცნობიერების ფორმირებაში შეიჭრა. უკეთესი იქნებოდა, საიდუმლო ბირთვულ იარაღთან შეეღწია.
საქართველოში ერთი ეროვნული იდეა უნდა არსებობდეს - მასში მცხოვრებ ხალხთა ერთიანობა. ქუჩა ხელისუფლებაზე ჭკვიანია. აღმოცენებული კონფლიქტი მთავრობის მიერ წინასწარ უნდა იქნას გათვალისწინებული.
მაგრამ ჩვენმა მტერმა და მისმა თეორეტიკოსებმა ერთი არ გაითვალისწინეს, რომ ქართველი ხალხი სწრაფად სწავლობს, იცვლება, მომთხოვნი ხდება. ეს ახალგაზრდობასაც კი ეხება, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰოლივუდმა აღზარდა. ქართველებმა გაიგეს, რომ ქვეყანაში ერთი ეროვნული იდეა უნდა არსებობდეს - მასში მცხოვრებ ხალხთა ერთიანობა და ერთ მუშტად შეკვრა გარდაუვალი ტრადიციული ფასეულობების საფუძველზე. ამის გამო დაავადებული და ფსიქიკურად დეზორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა ხრიკი კრახით დასრულდება.
საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. არატრადიციული ორიენ¬ტაციის მქონე ადამიანებს 50% შემთხვევაში რაიმე ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებათ. ამსტერდამში ჰომოსექსუალისტთა აღლუმებზე 300 ათას გეამდე იკრიბება. დღეს ევროპის და ჩრდილო-ამერიკის ქალაქთა ქუჩებში შეიძლება თანდაყოლილი სიმახინჯის ან ანომალიების აშკარა ნიშნების მქონე 30-40 წლიან ადამიანებს წააწყდეთ - ესაა სექსუალური რევოლუციის ეპოქის ნახევრადცოცხალი უბედური ნაყოფი.
ქართული ყოველკვირეული გამოცემა „კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, 17 მაისის აქციის უკან, რომელიც ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას ტარდებოდა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველთა სისხლი დაიღვარა, დგანან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, მისი მეუღლე, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩორგოლაშვილი და მ. სააკაშვილი; ამ პროექტს ნიდერლანდელები აფინანსებენ, რომლებიც სხვა დესტრუქციული პროექტების ფინანსირებაშიც არიან შემჩნეული. აი, ასე გვინერგავენ ევროსტანდარტებს. სხვათაშორის, ისეთი ფუნდამენტური რელიგიები, როგორიცაა ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და სხვ., ჰომოსექსუალიზმს დიდ ცოდვად მიიჩნევენ.
საპროტესტო აქციაში, ქართველებთან ერთად, ასევე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერებისა და კონფესიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თუ არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მაშინ უნდა არსებობდეს ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მორალური დანაშულებისათვის. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შეჯერების შემდეგ, შეიძლება ითქვას.
გეი-აღლუმის მიზნები შემდეგია:
1. გამიზნული შეტევა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.
2. ქართული ეროვნული ტრადიციების დისკრედიტაცია.
3. საქართველოს მოსახლეობის საკუთარი ღირსების გრძნობის შეურაცხყოფა.
4. საზოგადოების დესტაბილიზაციაზე და საქართველოში საკანონმდებლო რეფორმების ჩატარებაზე მიმართული დაგეგმილი პროვოკაცია.
5. სექსუალური რევოლუციის და საეჭვო შინაარსის ვირტუალური, ტელე-, კინო და ინტერნეტ თამაშების რეკლამა, პროპაგანდა და აგიტაცია.
6. სახელმწიფოებრიობის განხეთქილება და მოწოდებები ჰომოსექსუალისტთა ტომობრივი არსებობისაკენ.
7. სექსის გაყოფა და დისტანცირება შვილოსნობისაგან და, როგორც შედეგი, ერის გადაშენება.
8. მომაკვდინებელი ვირუსების გავრცელებისათვის პირობების შექმნა ეპიდემიების განხორციელებისა და კაცობრიობის განადგურების მიზნით.
9. მორალზე კონტროლის მინიმუმი და განუკითხაობის მაქსიმუმი.
10. ახალ ხელისუფლებაზე შეტევა საყოველთაო აღშფოთების გამოწვევის მიზ¬ნით.
თუ ამ სისაძაგლის აღმოსაკვეთად მკაცრი ზომები იქნებოდა გამოყენებული და რუსთაველის გამზირზე სისხლი დაიღვრებოდა, მაშინ „ნაციონალთა“ ხროვა ბიძინა ივანიშვილს ყველა მომაკვდინებელ ცოდვებში დაადა¬ნაშაულებდა და დასავლელი მეგობრების წინ მას ავტორიტარულ, ქმედუუნარო მმართველად და კრემლის აგენტად წარმოაჩენდა.
ამ სტატიის დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო მ. სააკაშვილს იმისთვის, რომ მან ახალი ხელისუფლების 8-თვიანი საქმიანობის განმავლობაში ნათლად უჩვენა ქართველ ხალხს, რომ არც პრეზიდენტი და არც უშიშროების საბჭო მას საერთოდ არ სჭირდება. ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძვირადღირებული, უსარგებლო და ზედმეტი რგოლია.
გილარი ბაქრაძე,
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
აკადემიკოსი, საქართველოს
დამსახურებული ინჟინერი.