პუბლიკაციები
გილარი ბაქრაძე : “ვინ დაამყარებს წესრიგს საბავშვო ბაღში?”

1-analit-giariსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი.
ნებისმიერ საქმეში მაქსიმალური სირთულისას
პრობლემისადმი მიდგომა მაინც ერთია:
სურვილი შესაძლებლობათა სიმრავლეა
და არა მიზეზთა სიმრავლეა სურვილი.

ედუარდ ასადოვი

მთელს მსოფლიოში მუშაობს გიგანტური ტვინის გამრეცხი მანქანა, რომელიც აბრიყვებს და აჩლუნგებს ადამიანებს. პროპაგანდა აქტიურად არწმუნებს ფართო მასებს, რომ ყველაფერი რაც ხდება, მოვლენათა ბუნებრივი და გარდაუვალი მსვლელობაა, და უნდა ითმინო, ვინაიდან ეს ბუნებრივია. „დამოუკიდებელმა“ მასმედიამ სინამდვილე ისე დაამახინჯა, რომ ვერც კი იცნობ მას. მასა, ობივატელები, აღიქვამენ რა ცხოვრებას როგორც კმაყოფილების მიღების შესაძლებლობას, ცდილობენ მიიღონ ეს კმაყოფილება დღესვე და ეხლავე, რითაც ბადებენ დანაშაულებრიობას. საზოგადოება იმ ლოგიკიდან გამოყვანილი კანონის ძალაუფლების ქვეშ მოიქცა, რომლის მეშვეობით შეიძლება იმის დამტკიცება, რომ შავი თეთრია. უზენაესმა ხელისუფლებამ დაკარგა თავისი ადამიანური მდგენელი და თავისი ავტორიტეტი, გახლეჩილ იქნა სამ: აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ნაწილად და ერთი ხელიდან მეორეში გადადის. მსოფლიოს მართავს ჟღერადი ფრაზა „კანონის ძალაუფლება“, რაც პრაქტიკაზე იურისტთა ძალაუფლებას ნიშნავს. საბოლოო ჯამში ხელისუფლებას უზურპირებს ის, ვინც ფულს უხდის იურისტებს, ესე იგი კაპიტალი. კაპიტალის ძალაუფლების შედეგები საზარელია, რაც ყველა განათებულ, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ესმის. კაპიტალის კრიტიკა არა ჩინეთსა და აფრიკაში, არამედ დასავლეთში დაიბადა. ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი ე. ჰანტინგტონი თავის ნაშრომში „ცივილიზაციათა შეჯახება“ პირდაპირ წერს: „დასავლეთი ერთადერთია ყველა ცივილიზაციას შორის, რომელმაც ... გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ყველა დანარჩენ ცივილიზაციაზე“.

კაცობრიობისათვის თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაზე უარესი არაფერია. ის ანადგურებს პლანეტის რესურსებს, ადამიანებს, ეკოლოგიას, ფლორას, ფაუნას, აჩენს ეპიდემიებსა და ეროვნულ კონფლიქტებს. ჩვენ გლობალიზაციის ტყეში ვართ მოქცეული და თუ ხანძარი ჩნდება, მთელი ტყე იწვის.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ ესმის, რა ხდება ქვეყანაში. ეს გაუგებლობა ყველა სფეროს ეხება: ცხოვრების, ყოფის ხარისხს, მოქალაქეთა ურთიერთობას ხელისუფლებასთან, პოლიტიკას... ქართული საზოგადოება განშრევებულია, შეცვლილია და კვლავაც აგრძელებს სწრაფად ცვლილებას, სულ უფრო მომთხოვნი ხდება. ის თვლის, რომ  ყველა რევოლუცია და არჩევნები შესყიდულია და გაყალბებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.

სოროსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ საქართველოში ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელიც წარმატებით დასრულდა. და ვინ იყო სოროსის წარმომადგენელი საქართველოში? ყველასათვის ცნობილი ა. ლომაია, რომელსაც შემდგომში დაავალეს ძირითადი დივერსია ქართული ხალხის წინააღმდეგ - განათლებისა და მეცნიერების განადგურება. ჯ. სოროსის ფონდ „ღია საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ის აკონტროლებდა 2,5 მლნ დოლარის ბიუჯეტის მქონე 50-ზე მეტი მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას. ლომაიას მოღვაწეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის მიმართ და სამეცნიერო დაწესებულებათა მრავალრიცხოვანი ლიკვიდაციებით აღინიშნა. თავისი პატრონების წინაშე დამსახურებების გამო ის საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ხოლო 2007 წლის ნოემბერში საკვანძო ფიგურა იყო, ვინც ღებულობდა გადაწყვეტილებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო  აქციის დაშლის შესახებ, შემდეგ კვლავ დაინიშნა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად და დაჯილდოვდა წმ. გიორგის სახ. გამარჯვების ორდენით.

და ყოველივე ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილმა დაბლოკა საქართველოს იმ მოქალაქეთა ჯილდოზე წარდგენილი სიები, რომლებმაც თავი იჩინეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და მისი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს წარდგენები წინამორბედი ხელისუფლებისგან მომდინარეობდა.

აი, ასეთი მედროვე „პატრიოტები“ გვხელმძღვანელობდნენ. ამჟამად კი სულაც არაღარიბი ა. ლომაია მშვიდად ცხოვრობს თავის მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, ადევნებს რა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო მისი პატრონები ემზადებიან „ნაფტალინიდან“ მისი ხელახლა ამოსაღებად. ქართველი ხალხი შეძრწუნდებოდა, თუ დეტალებში გაიგებდა, რა მეწვრილმანე და მერკანტილური ადამიანები იყვნენ მთავრობაში, როგორ ხრწნიდნენ და უკარგავდნენ ორიენტირებს ახალგაზრდობას, უნერგავდნენ რა მას საეჭვო დასავლურ ფასეულობებს.

მე ყოველთვის მაკვირვებდა ქართველი ხალხის გონების განათების ფენომენი. ხან ის, მიღებული „დამოუკიდებლობისგან“ ეუფორიის ტალღაზე პრეზიდენტად სრულიად გამოუცდელი ზვიად გამსახურდია აირჩია, შემდეგ, ბაბუ, ბაბუს შეძახილებით, ტრიუმფალურად მოიყვანა ხელისუფლებაში უზურპატორი და ჟანდარმი ე. შევარდნაძე, შემდეგ, ისევ შეძახილებით მიშა, მიშა, ძალაუფლება ჩააბარა „ვაშინგტონის საოლქო კომიტეტის“ რჩეულს, მ. სააკაშვილს. მოკლედ ისე გამოვიდა, როგორც ანდაზაშია ნათქვამი: „ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, რომლის ღირსია“. ეხლა ყველა ელოდება, რომ ბ. ივანიშვილი გამოასწორებს ყველაფერს. კარგი ბიძიას იმედი, რომელიც მოვა და ყველას დააპურებს, იგივეა, რაც ელოდო მეტეორის ჩამოფრენას. ქართველმა ხალხმა უნდა გაახილოს თვალები, მოახდინოს თვითორგანიზება, გაერთიანდეს, შეწყვიტოს პარტიული კონფრონტაციები და დაიწყოს საქართველოს შენება და მოწყობა. არ უნდა მივცეთ სხვადასხვა ჯურის ვიგინდარებს ქართული მიწებისა და ხალხის სიკეთის გაქურდვისა და გაყიდვის უფლება.

და ის „ცოცხალი ჯაჭვი“ თუ გახსოვთ, რომელიც „ნაციონალებ