საზოგადოება
გაუქმებული ავტობუსები

tbilisi_bus2ამ დღეებში საქინფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერია ავტობუსების მარშრუტების გაუქმებას აპირებდა, გამართლდა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს დედაქალაქში 30 ავტობუსის ხაზი გაუქმდა.

ამის თაობაზე მერიის პრესამსახურმა საქინფორმს აცნობა, რომ დღეიდან გაუქმებულია 35 სამარშრუტო ხაზი. კერძოდ, დედაქალაქში აღარ იმოძრავებს შემდეგი ნომრის ავტობუსები: №№ 5, 8, 13, 30, 32, 35, 52, 54, 57, 58, 63, 64, 74, 76, 81, 83, 89, 93, 96, 97, 98, 100, 105, 111, 113-დან 120-ის ჩათვლით, №№ 123 და 125.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისში 92 მოქმედი სამარშრუტო ხაზი დარჩება, მათზე ყოველდღიურად 477 ავტობუსი ივლის.

მერიაში აღნიშნული ხაზების გაუქმების მიზეზად, ამ ხაზებზე მგზავრთა ნაკადის სიმცირეს და ტრანსპორტის ზარალზე მუშაობას ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან ყვითელ ავტობუსებს ტრამვაი შეცვლის.