პარლამენტმა გაეროსა და ნატოში ახალი ელჩები დაამტკიცა

საქართველო, 13 ივნისი,
საქინფორმი. გაეროში და ნატოში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. პარლამენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად
კახა იმნაძის, ნატოში კი -
ლევან დოლიძის კანდიდატურები დაამტკიცა.
ლევან დოლიძის კანდიდატურას 115-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. კახა იმნაძის დანიშვნის წინააღმდეგ კი ხმა 18-მა დეპუტატმა მისცა.