უცხოეთი
ლუდმილა პუტინამ პრეზიდენტის დედასთან დაძაბულ ურთიერთობაზე ილაპარაკა

ludmilaსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. მომავალი პრეზიდენტის დედასთან ლუდმილას გაცნობისას უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. „მან ის-ის იყო შეიძინა იმ დროისათვის ყველაზე მოდური სტერეოსისტემა „როსია“ და ამ საბაბით მე და კიდევ ორი თავისი მეგობარი მიგვიწვია“, - იხსენებს რფ-ის პირველი ლედი.

„მახსოვს, სამზარეულოში გავედი და იქ ვლადიმერ ვლადიმერის ძის დედა - მარია ივანოვნა დამხვდა. საუბარი გავაბით. უცებ ვალოდიას მეგობარი ალექსეი შემოვიდა და მარია ივანოვნას ჰკითხა: „აბა, როგორ მოგწონთ ლუდა? მანაც მიუგო: „არა უშავს, თუმცა, მას უკვე ჰყავდა ლუდა, კარგი გოგონა იყო“. არ დაგიმალავთ, მაშინ ძალიან არ მესიამოვნა, მეტკინა და მეწყინა“, - აღნიშნა ლუდმილა პუტინამ.