საზოგადოება
ბიუჯეტს მიღმა დარჩენილი მოხუცები

leiboristebiლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე 2011 წლის ბიუჯეტს აპროტესტებს. მისი თქმით, 2011 წლის ბიუჯეტში ხანდაზმული ადამიანების მკურნალობისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული.

„სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სასიკვდილოდ სწირავს ქვეყნის 60 წელს გადაცილებულ 800 ათას ხანდაზმულ ადამიანს.

ჩვენ მოვითხოვთ 2011 წლის ბიუჯეტში ჩაიდოს ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის მკურნალობის თანხები“, – განუცხადა საქინფორმს პაატა ჯიბლაძემ.

როგორც ის აცხადებს, არც ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი სადაზღვეო კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას მათ დახმარებაზე.

ჯიბლაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიმუშაოს კონცეფცია, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა სამედიცინო დახმარებას დაავალდებულებს.