აქტუალური
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს სასტუმრო „ზიგანას“ მენეჯერი, 1971 წელს დაბადებული შორენა ხ., ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - სასტუმრო „იაკამუზას“ დროებითი მფლობელი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ანაჰიდ ა.
ორივე სასტუმრო ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარეობს და რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. მოწმის სტატუსით დაიკითხა სასტუმროებში მომუშავე ოცამდე ქალბატონი.