უცხოეთი
ოპოზიცია სომხეთს ევროპისკენ სწრაფვაში ხელს არ უშლის

opoziciaსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. გუშინ სერჟ სარქისიანს ოფიციალურად გადაეცა მიწვევა ვილნიუსში დაგეგმილ ევროკავშირის  „აღმოსავლური პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება და შესაძლოა, არა მარტო სომხეთის, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაშიც შემობრუნების წერტილად იქცეს.

სამიტზე პარაფირებული უნდა იქნეს ანდა ხელი მოეწეროს ევროკავშირთან სომხეთის ასოცირებულ ხელშეკრულებას და ვაჭრობის თავისუფალი ზონის შექმნას. ამჟამად ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, არა მარტო სომხეთთან, არამედ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთანაც. აზერბაიჯანი და ბელარუსი ამ პროცესში ლუზერები აღმოჩნდნენ.

სომხეთში ბოლოს და ბოლოს დაიწყო დისკუსიები არჩევანზე ევროკავშირსა და რუსეთის მიერ შეთავაზებულ საბაჟო კავშირს შორის. დისკუსიები დუნეა, რადგან ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს მმართველი პარტია, ხოლო ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ან ღიად უნდა განაცხადონ ანტიევროპული კურსის შესახებ, რასაც საზოგადოება მოწონებით არ შეხვდება, ანდა ხელი არ უნდა შეუშალონ ევროპისკენ სომხეთის სვლას. როგორც ჩანს, არჩევანი მეორე ვარიანტზე შეჩერდა და ახლა სომხეთის ევროპულ კურსს სადაოდ ხდიან მხოლოდ პრორუსული კურსის მტკიცე მიმდევრები, რაც მათ სრულ უფლებას წარმოადგენს.