რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “სააკაშვილი ფიქჩერზ წარმოგიდგენთ: შესაძლებელია, ორივე ვიდეო ПИК-ზე პანფილოვის ხელმძღვანელობით დამონტაჟდა და მერაბიშვილის ინტერნეტ-დივერსანტებმა გაავრცელეს!“

arno-analit-mt2013 წლის 6 ივნისს სერიულმა მკვლელმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის დროს მხოლოდ ავღანეთში 29 ქართველი სამხედრო მოკლა, საგანგებო განცხადება გააკეთა და ღრმა მწუხარება გამოხატა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. მისივე გადაწყვეტილებით, 2013 წლის 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა...

2013 წლის 5 მაისს, აღდგომას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზა “შირგაზი“ მოინახულა, რის შემდეგ, 2013 წლის 13 მაისს, თალიბებმა ამ ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მაშინ მე ურჩი საქართველოს ყველა მაღალ ხელისუფალს, დროებით თავი შეეკავებინათ ავღანეთში მსგავსი ვიზიტებისგან და გავაფრთხილე შესაძლო ტრაგიკული შედეგების შესახებ!

თუმცა ერთმა მაღალმა ხელისუფალმა - პრეზიდენტმა-ნარკომანმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავი ვერ შეიკავა ჰელმანდის პროვინციაში სტუმრობისგან (ჰელმანდი - მსოფლიოში ოპიუმის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია!), სადაც მან ჩვენს ჯარისკაცებს ჩამოურიგა ორდენები კოლოფებში, რომლებიც კუბოებ დასადგამებს ჰგავდნენ...

arno-shua-1 arno-shua-2-axali

ამის შემდეგ 2013 წლის 6 ივნისს - ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ტრიუმფალური შეხვედრის დღეს - ქართულ სამხედრო ბაზაზე ჰელმანდის პროვინციაში მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომელმაც კიდევ 7 ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა (დაიჭრა 14).

მანამდე ნახევარი საათით ადრე კი თალიბებმა ღიად და პატიოსნად გამოუცხადეს ჯიჰადი ქართულ კონტინგენტს ავღანეთში და პრეზიდენტ სააკაშვილს თბილისში - Youtube-ზე გამოჩნდა ვიდეომიმართვა TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN, რომელშიც ქართველ სამხედროებს ანგარიშსწორებით ემუქრებიან და ნათქვამია, რომ მათ ხვედრს გაიზიარებს ყველა, ვინც ერთმორწმუნე მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვის. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი ჯარისკაცების გამოგზავნა ავღანეთში, ამერიკის დასახმარებლად და ჩვენი ბავშვების დასახოცად. და ახლა ჩვენ ჯიჰადს ვუცხადებთ ქართველ ჯვაროსნებს. ყოველდღე ისინი მტანჯველი სიკვდილით იხოცებიან ჰელმანდში. იგივე ბედი ეწევა თითოეულ ქართველ ჯვაროსანს და შემდეგ ჩვენ მოვალთ საქართველოში და შურს ვიძიებთ. სააკაშვილო, ჩვენ მოვდივართ, ჩვენ ვიცით თქვენი მისამართები, ვიცით თქვენი ნათესავები, ჩვენ სამაგიეროს მოგიზღავთ!“ - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალებმა 12 წლის განმავლობაში თავიანთი მისია ვერ შეასრულეს და მთელი ეს წლები მხოლოდ საკუთარი თავის დაცვას ცდილობდნენ, რაც ცუდად გამოსდიოდათ. ამერიკელებს დღემდე ეშინიათ საკუთარი ბაზების ტერიტორიიდან გასვლის, ხოლო ქართულ ბაზებს თალიბები თვითონ ესხმიან თავს, ამიტომ პოსტ ISAF-ის პერიოდი - ეს იქნება, როდესაც ნატო, აშშ-ის მეთაურობით, იქიდან გაასწრებს და ავღანეთში მხოლოდ თავის მრჩეველებს და ქართველ ჯარისკაცებს დატოვებს ავღანეთის მარიონეტული მთავრობისთვის დახმარების გასაწევად. ეს დახმარება ყაყაჩოს ნათესების და ამერიკული შტაბის დაცვას იგულისხმებს.

რაც შეეხება ზემოხსენებულ ვიდეოს, მას შესაძლოა იგივე ავტორი ჰყავდეს, რაც 2010 წლის 13 მარტს „ქრონიკის“ დამონტაჟებულ გამოშვებას ტელეარხ „იმედზე“, რომელშიც დიქტორი ირწმუნებოდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ დაიძრნენ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭრა რუსეთის შემოჭრას!

ეს ქართული წარმოების მორიგი „უტკაა“ ჰოლივუდის სტილში - “სააკაშვილი ფიქჩერზ წარმოგიდგენთ...“ ავანტიურისტი და ლაჩარი სააკაშვილი ამით ერთბაშად “რამდენიმე კურდღელს კლავს“:

1. თავისი აპარატის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის პირით იგი ბრალს სდებს რუსეთს, როგორც ამ ვიდეოს ავტორს, რომელიც „საგანგებოდ თესავს პანიკას და  აშინებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმის მიზნით“;

2. დარტყმას აყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას და საქართველოს უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესების სახელით “გაერთიანებასა“ და „კოჰაბიტაციას“ აიძულებს, რასაც „სასიკვდილო საფრთხის წინაშე“ „ნაციონალების“ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და „ნაცმოძრაობის“ გენმდივან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს;

3. აცხადებს რა, რომ მისი და მისი ახლობლების სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, ამით „კანონიერ“ საფუძველს იღებს, “განდევნილი პრეზიდენტის - დემოკრატიული საქართველოსათვის წამებულის“ შარავანდედით ლონდონში ან ვაშინგტონში გაშპეს, ანდა „ამაყად თავაწეული“ ისევ გამოჩნდეს ქუჩაში ხალხში, თავისი „უშიშარობის“ დემონსტრირებით. ამით მთავარსარდალი თავის სირცხვილს ანაზღაურებს 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსული გამანადგურებლის ხმით დამფრთხალი შიშით მიწაზე ხოხავდა!

P.S. მას შემდეგ, რაც ეს სტრიქონები დაიწერა, YouТube-ზე გამოჩნდა კიდევ ერთი ვიდეო საქართველოს შესახებ, რომლის ზოგიერთი თავისებურებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ორივე ვიდეორგოლი სააკაშვილის დაკვეთით იქნა დამონტაჟებული ტელეკომპანია ПИК-ის სამონტაჟოში ჟოპ-ის (“ჟურნალისტ“ ოლეგ პანფილოვის) შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, და ინტერნეტში ისინი ვანო მერაბიშვილის დაქირავებული ინტერნეტ-დივერსანტების ცნობილმა ჯგუფმა გაავრცელა სერვერიდან, რომელიც ამერიკაში იმყოფება.

ხოლო გუშინ, ხალხით სავსე საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში - სამებაში, ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი ჯარისკაცის პანაშვიდზე მათი მკვლელი - შეშლილი სააკაშვილი მივიდა, რომელმაც თავისი, ინტერნეტით გავრცელებული ლაყბობით ისინი თალიბებთან ჩაუშვა. მაგრამ იქ ერთი ადამიანიც არ მოიძებნა, რომელიც ხმას აიმაღლებდა და ამ მკრეხელობის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდა!

ამიტომ მე ვაცხადებ, რომ ყველა, ვინც გუშინ სამებაში იყო, როდესაც სააკაშვილი ანთებული სანთლით პატრიარქის გვერდით იდგა, ანდა, ნარკოტიკულ კაიფში, მგლოვიარე დედების წინ იყო ჩაცუცქული, ისეთივე ლაჩარი და ფარისეველია, როგორც თვითონ მიშა! თუმცა, მისთვის ხელი არავის ჩამოურთმევია...

P.P.S. როგორც კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო თავისი სამარცხვინო შოუ, პრემიერმა ივანიშვილმა დატოვა ტაძარი.

arno-ps-1-axali arno-ps-2

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 10 ივნისი