რედაქტორისგან
„თალიბების ჯიჰადისა და კლონირებული „ქრონიკის“ შესახებ ვიდეოს ავტორი სააკაშვილია, რომელიც რულოვსს გაეყრება და ნიჟარაძეზე იქორწინებს!“ - საქინფორმი მკითხველის შეკითხვას პასუხობს

avtoriსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ქუთაისელი მკითხველი ტატიანა მეგრელიშვილი გვეკითხება: „პატივცემულო რედაქციავ! თქვენი აზრით, ვინ არის ნამდვილი ავტორი გუშინ Youtube-ზე ატვირთული ვიდეომიმართვისა TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGANISTAN, სადაც თალიბები ჯიჰადს უცხადებენ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში და პრეზიდენტ სააკაშვილს თბილისში? და რას მოიმოქმედებს ახლა მიშა?

საქინფორმი: პატივცემულო ტატიანა, ნუ ღელავთ! ამ ვიდეოს იგივე ავტორი ჰყავს, რაც 2010 წლის 13 მარტს „ქრონიკის“ დამონტაჟებულ გამოშვებას ტელეარხ „იმედზე“, სადაც დიქტორი ირწმუნებოდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ დაიძრნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭრა რუსეთის შემოჭრას!

დიახ, ეს ამერიკულ-ქართული წარმოების (MADE IN USA&GEORGIA) კიდევ ერთი „უტკაა“, რომლის დამდგმელი რეჟისორიც მიხეილ სააკაშვილია, ავანტიურისტი და ლაჩარი, ამით იგი „ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელს კლავს“:

1. თავისი აპარატის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის პირით იგი რუსეთზე, როგორც ამ ვიდეოს ავტორზე უთითებს, რომელიც „საქართველოს აშინებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე უარის თქმის მიზნით“;

2. დარტყმას აყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას და საქართველოს უმაღლესი სახელმწიფოებრივი ინტერესების სახელით გაერთიანებასა და „კოჰაბიტაციას“ აიძულებს, რასაც „საფრთხის წინაშე“ „ნაციონალების“ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და „ნაცმოძრაობის“ გენმდივან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს;

3. პრევენციას ახდენს, როცა წინასწარ აცხადებს, რომ მისი და მისი ახლობლების სიცოცხლე სასიკვდილო საფრთხეშია, რაც „კანონიერ“ საფუძველს აძლევს, საქართველოდან „ამაყად თავშემართული“ გაშპეს, და ასევე „ამაყად თავაწეული“ გამოჩნდეს ქუჩაში ხალხში, თავისი „უშიშარობის“ დემონსტრირებით (თავად ხომ იცის, ვინც არის ფილმის ავტორი და რომ თალიბებს მისთვის მიუფურთხებიათ!). ამით სააკაშვილი თავისი სირცხვილის კომპენსირებას ახდენს, როცა 2008 წლის აგვისტოში რუსული გამანადგურებლის ხმით დამფრთხალი შიშით მიწაზე ხოხავდა!

და მიშა მოიმოქმედებს შემდეგს: იგი გაეყრება სანდრა რულოვსს და თავის ფავორიტ სოფო ნიჟარაძეზე იქორწინებს, რადგან მიჩვეულია ყველაფერში პუტინის მიბაძვას!