სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო კონფერენცია „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ - სამართალდამცავი უწყებების როლი“ გახსნა
holiday-inსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ინფორმაციით,  6-7 ივნისს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ფინანსური მხარდაჭერით იმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – გზა ევროპული ინტეგრაციისკენ – სამართალდამცავი უწყებების როლი“. ღონისძიება გახსნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 20 ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველომ 2013 წლის თებერვალში მიიღო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაცია, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა და სხვა) რეფორმების გატარებას. სამოქმედო გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ჩაატარა შესაბამისი ღონისძიებები.
კონფერენციის მთავარია მიზანია საქართველოს შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმების პარტნიორი ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურებისთვის გაცნობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.