სამართალი
“ვანო ჩხარტიშვილის ყოფილმა მენეჯერმა Xxx-მ, რომელსაც მან ხელფასი არ გადაუხადა“, საქინფორმს წერილი გაუგზავნა...

CxartiSviliსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. გუშინ საქინფორმის ელექტრონულ მისამართზე წერილი მოვიდა თანდართული ფაილებით: “გამარჯობათ, მე გახლავართ ვანო ჩხარტიშვილის ყოფილი თანამშრომელი. ოქტომბრის არჩევნებამდე ვმუშაობდი მის მიერ დაფუძნებულ ლობისტურ კომპანია მედია ჰაუსში, მის პიარ მენეჯერად. შეხება მქონდა თითქმის ყველა მის საქმიანობასთან საქართველოში, სანამ ის ლონდონში იმყოფებოდა. მოგეხსენებათ, იმ დროისთვის საკმაოდ რთული იყო უცხოეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვა, რის გამოც იგი ვერ ახერხებდა ჩემი ანაზღაურების გადახდას. და გვქონდა შეთანხმება, რომ იგი არჩევნების შემდგომ გამისწორდებოდა და გადამიხდიდა მთლიან თანხას ერთად. აგერ უკვე რვა თვე გავიდა და ჯერაც არ ამიღია მისგან ის თანხა, რომელიც შეთანხმებისამებს მეკუთვნის.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე თქვენთვის მეამბნა იმ საქმიანობაზე, რასაც იგი ეწეოდა არჩევნებამდე და გამომეგზავნა მცირე ჩამონათვალი დოკუმენტებისა, რაც ვგონებ საინტერესო იქნება თქვენთვის. ბატონმა ვანომ ჩამოაყალიბა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “მედია ჰაუსი“, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა საკუთარ და “ქართული ოცნების“ პიარს. მათ შორის მეც ვიყავი “მედია ჰაუსის“ თანამშრომელი. იგი  თითქმის მთელ მაშინდელ ოპოზიციას უხდიდა ხელფასს, რათა მათ გაეკეთებინათ მისთვის პიარი, და ეხსენებინათ მისი სახელი დადებით კონტექსტში. თანდართულ ფაილში შეგიძლიათ ნახოთ მისი ხელშეკრულებები  (ხელმოწერილი მისი შვილის მიერ) დაჩი ცაგურიასთან, დავით მაღრაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან, იოსებ ოქანაშვილთან, ირაკლი კორძაიასთან. ასევე თანდართულ ფაილში შეგიძლიათ ნახოთ მისი გაგზავნილი წერილი ბიძინა ივანიშვილთან, სადაც იგი დეტალურად ყვება მისი გაწეული საქმიანობის შესახებ და მის შედეგებზე. იმედია, ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება თქვენთვის, ხოლო თუ მე ჩემს ანაზღაურებას არ მივიღებ ვანოსგან, მოგვიანებით მოგაწვდით უფრო საინტერესო ინფორმაციას.

ვიტოვებ უფლებას, არ გავამხილო ჩემი სახელი,

პატივისცემით, Xxx