სამართალი
ანდერს ფოგ რასმუსენი: „საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც კი გაწევრებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“

anders-fogსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.

„დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე, მოვუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენ ასევე ურყევ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში. სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც კი გაწევრებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა რასმუსენმა.