სამართალი
IDFI: „2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე პრეზიდენტის ვიზიტებზე 2 336 857,14 ლარი დაიხარჯა“

vizitebiსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე სულ დაიხარჯა 2 336 857,14 ლარი, მათ შორის 405 104,43 ლარი აშშ-სა და გერმანიაში, 402 036,73 ლარი აშშ-სა და საფრანგეთში, 169 991,94 ლარი - ბელგიასა და ჩეხეთში, 167 879,78 ლარი - გერმანიასა და კორეაში, 151 415.41 ლარი ბრაზილიაში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე.

ამასთან, როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუმინეთში, ემირატებში, ბელგიაში, ჩეხეთში, უკრაინაში, სომხეთში, პოლონეთში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ავღანეთში, რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოიყო 705 550,94 ლარი.

„IDFI შეეცადა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაერკვია, თუ რა შედიოდა გახარჯულ თანხებში და ვინ იღებდა უშუალო მონაწილეობას ვიზიტებში. როგორც IDFI-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგ. საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს“, - ნათქვამია IDFI-ს ცნობაში.