უცხოეთი
სირიის ოპოზიციამ რუსეთსა და ლიბანს მოთხოვნები წაუყენა

siriaსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ რუსეთს სირიის კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევისათვის ხელის შეშლის მცდელობის შეწყვეტა მოსთხოვა და ლიბანის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებით დაიმუქრა. ამის მიზეზად იქცა რუსეთის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განცხადების დაბლოკვა ქალაქ ელ-კუსეირში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, სადაც სამთავრობო ჯარებმა ოპოზიციის ბოევიკებზე იერიში მიიტანეს.

„ელ-კუსეირის მოქალაქეთა სახელით უმაღლესი სამხედრო საბჭო რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საერთაშორისო ჩარევისთვის ხელის შეშლაზე უარი თქვას“, - ნათქვამია „სირიის თავისუფალი არმიის“ უმაღლესი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის სალიმ იდრისის წერილში, რომლის ადრესატი გაეროს უსაფრთხოების საბჭოა.