საზოგადოება
საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. სალიბაურის ცენტრში მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყო. აქცია საჯარო სკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით გაიმართა.
აქციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური წევრებიც შეუერთდნენ და მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვეს.
სალიბაურის საჯარო სკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეშფოთებას აჭარის განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განმარტებით, სკოლის ოპტიმიზაციის საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის სტადიაშია.
მოსახლეობა სკოლის გაუქმებასთან შეგუებას არ აპირებს და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება.